ჟან მონეს საზაფხულო სკოლა ბსუ-ში

26 ივლისი 2024, 14:09 510 ნახვა

„ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია„ -  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს საზაფხოლო სკოლა გაიხსნა. ხუთი დღის  განმავლობაში, საქართველოს სხვადსახვა უნივერსსიტეტის სტუდენტები გაეცნობიან ევროკავშირში გაწევრინების პროცესს, მოისმენენ ევროკავშირის გაფართოვების ისტორიას.

ისაუბრებენ ასევე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ასოცირების ხელშეკრულებებზე, სამართლებრივ და პოლიტიკურ რეფორმებზე.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები  მოისმენენ ათ მითს ევროკავშირის შესახებ და რუსულ პროპაგანდას ევროპოს წინააღმდეგ. 

ხუთდღიანი შეხვედრების დასასრულს მონაწილეები სერთიფიკატებს მიიღებენ. საზაფხულო სკოლა „ერასმუზის“ პროგრამის ფარგლებში იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გასული წლიდან  ხორციელდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი