პირველ დღეებში მალავდნენ ტერორიზმის მუხლს, შემდეგ იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა - მდინარაძე ოპოზიციაზე

25 ივლისი 2024, 15:56 366 ნახვა
 

პირველ დღეებში მალავდნენ ტერორიზმის მუხლს, შემდეგ საგულდაგულოდ მალავდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა, რატომ უნდა დამალო ეს ყველაფერი, თუ რაღაცაში არ არის საქმე? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიცია და მისი ტელევიზიები საგულდაგულოდ მალავდნენ ტერორიზმის მუხლს და მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე საუბრობდნენ, რაც საეჭვოა.

„პირველ დღეებში, როდესაც გახმიანდა ეს ამბავი, საერთოდ მალავდნენ ტერორიზმის მუხლს. ერთი წამით დაუშვით, რომ არავინ არაფერი იცოდა მათი მხრიდან. რატომ უნდა მოგაფიქრდეს ამ შემთხვევაში, ორი მუხლია შენთვის ცნობილი, მოწმე ხარ, ადვოკატი, „ნაცი“ თუ მისი ტელევიზია, რატომ უნდა მოგაფიქრდეს, გაამხილო შეთქმულების მუხლი და დამალო ტერორიზმის მუხლი? შემდეგ, როდესაც ინფორმაცია გახმოვანდება და სამი დღის თავზე ყველა გაიგებს, რომ ტერორიზმის მუხლიც არის, საგულდაგულოდ მალავდნენ იმას, რომ ბიძინა ივანოშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა, როგორც სავარაუდო მსხვერპლი ამ სავარაუდო დანაშაულისა. რატომ უნდა დამალო ეს ყველაფერი, თუ რაღაცაში არ არის საქმე? ამის იქით ალბათ მსჯელობითაც ვერ წავალთ და თუ ისინი ახლა უბრალოდ ღლიცინებენ, რომ ადამიანების მოკვლას აპირებდა ვიღაც, საღლიცინო ამბავი არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი