ტერორიზმისა და შეთქმულების საქმე - გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით

25 ივლისი 2024, 15:05 334 ნახვა

ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე  თბილისის საქალაქო სასამართლოში უკრაინაში ყოფილი მებრძოლის კოსტანტინე ჯღამაიას და ფოთის საკრებულოს წევრის ლაშა რუხაიას გამოკითხვა დასრულდა. 

ორივე მათგანმა ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცა. როგორც სხდომის შემდეგ  მათ განაცხადეს,  მოსამართლემ კითხვები უკრაინაში ქართველი მებრძოლების შესახებ დაუსვა. მათივე ინფორმაციით,  შეკითხვები შეეხებოდა იმას, აქვთ თუ არა მათ  კავშირი იმ ჯარისკაცებთან, რომლებიც გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს და ასევე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, რომელთა მიმართაც   ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე არსებობს კითხვები. 

კონსტანტინე ჯღამაიას ადვოკატის ინფორმაციით, კითხვები სახელმწიფო გადატრიალების საქმესაც შეეხო, ხოლო რაც შეეხება  ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით შეკითხვებს, მის დაცვისქვეშ მყოფს პასუხები არ გაუცია, რადგან უფლებადამცველის განმარტებით, ქართველი მებრძოლი ამ საკითხზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

ამ ეტაპზე  ცნობილია მხოლოდ ის, რომ  გამოსაკითხ პირთა შორის არის  უკრაინაში  10-მდე ქართველი მებრძოლიც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი