„დინამო“ ბათუმი კონფერენს ლიგაზე „დეჩიჩთან“ დამარცხდა

25 ივლისი 2024, 10:24 535 ნახვა

„დინამო“ ბათუმმა უეფა-ს კონფერენს ლიგაზე მონტენეგროს ჩემპიონს, „დეჩიჩს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე „ლუდოგორეცთან“ წაგებისა და ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ უეფა-ს რანგით მესამე ტურნირზე გადაინაცვლა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 62-ე წუთზე მოედანზე ერთი წუთით ადრე გამოსულმა თავდამსხმელმა, ილირ კამაიმ გახსნა. ეს რეალურად სტუმართა პირველი შეტევა იყო.

კამაიმ 66-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანაგარიში დააფიქსირა. კონფენერს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა მონტენეგროში 30 ივლისს გაიმართება.

დღეს კონფერენსლიგაზე კიდევ ორი ქართული კლუბი იასპარეზებს. ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად კვიპროსის „ომონიას“ დაუპირისპირდება, „იბერია 1999“ კი თბილისში ბელგრადის „პარტიზანს“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი