უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის - უკრაინის საგარეო უწყება

24 ივლისი 2024, 19:12 368 ნახვა

უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

"დმიტრო კულებამ [ვან ის] გააცნო უკრაინის თანმიმდევრული პოზიცია, რომელიც გულისხმობს შესაბამის ეტაპზე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესის წარმართვას, თუ რუსეთი მზად იქნება კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების საწარმოებლად. თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა რუსეთის მხრიდან ასეთი მზაობა არ შეინიშნება“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

კულება პეკინში უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად გუშინ ჩავიდა. ჩინეთის დედაქალაქში მან მოლაპარაკებები თავის ჩინელ კოლეგასთან გამართა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მოლაპარაკებებმა დახურულ კარს მიღმა სამ საათზე მეტხანს გასტანა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი