პროფესიული  განათლების  ფესტივალი

04 აპრილი 2017, 00:00 3423 ნახვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა პროფესიულ განათლებაზე, რომელიც განათლების სამინისტროსა და საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეფორმას წარმოადგენს. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მათი ამოცანაა, პროფესიულ სასწავლებლებში სწავლების მსურველთა რიცხვი უახლოეს წლებში 30-40 ათასამდე გაიზარდოს. ამის შესახებ ჯეჯელავამ “ექსპო-ჯორჯიაში” განაცხადა, სადაც პროფესიული განათლების ფესტივალი იმართება. მისი თქმით, პროფესიული განათლება ქვეყნის განათლების რეფორმის მთავარი კომპონენტია, რადგან ის არის დასაქმებისა და თვითრეალიზაციისკენ უმარტივესი გზა. მინისტრის თქმით, ყოველწლიურად იზრდება პროფესიულ სასწავლებლებში მსურველთა რიცხვი. წელს განათლების სამინისტრო ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებელი 12 ათასიდან 15 ათასამდე გაიზრდება. 
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი