ორი კოლეჯის 10 მასწავლებელი პორტუგალიაში გადამზადდება

02 სექტემბერი 2025, 20:01 258 ნახვა

პროფესიული კოლეჯების „ბლექსისა“ და „ახალი ტალღის“ 10 მასწავლებელი 8 სექტემბერს  სამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში, ქალაქ ავეიროში გაემგზავრება. 

ისინი შეხვდებიან კოლეგებსა და სტუდენტებს, გაეცნობიან ტურიზმისა და დუალური განათლების სასწავლო კურსებს, დაესწრებიან პრაქტიკულ გაკვეთილებს და დუალური სწავლების პროცესს პარტნიორ საწარმოებში.  

მოინახულებენ ღვინის მუზეუმსა და ალენკერის ღვინის ცენტრს, ჩაერთვებიან ღვინის ფესტივალის აქტივობებშიც.   

ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ინკლუზიური განათლება იქნება.  

დაესწრებიან თერაპიულ და ინტეგრაციის სესიებს, მოინახულებენ საწარმოებს, სადაც დასაქმებულნი არიან შშმ სტატუსის მქონე კურსდამთავრებულები. 

პედაგოგთა გადამზადება აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „პროფესიული განათლების ხელშეწყობა“ ფარგლებში ხორციელდება.   

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში