შეხვედრა პროფსასწავლებლების წარმომადგენლებთან

05 სექტემბერი 2025, 11:49 89 ნახვა

სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს პირველი სხდომა.  

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა  მონაწილეებთან ერთად პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა. 

ღონისძიებაზე  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

შეხვედრაზე გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის საპატიო წევრად აირჩიეს.   კოლეჯი 142 წლის წინ 1883 წლის 4 სექტემბერს დაარსდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი