პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

01 სექტემბერი 2025, 11:44 172 ნახვა

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო. მსურეველებს შესაძლებლობა აქვს აპლიკაციის ფორმა ონლაინ შეავსოს ან რეგისტრაციისთვის პროფესიულ სასწავლებლებს მიმართოს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რომელიც საშუალებს აძლევს საბაზო განათლების მქონე პირებს პროფესიულ განათლებასთან ერთად ზოგადი განათლების  დამადასტურებელი ატესტატი მიიღოს.

რეგსიტრაცია მიმდინარეობს ე.წ. დუალურ პროგრამებზეც, რაც თეორიულ პროგრამასთან ერთად სამუშაო გარემოში სწავლებასაც მოიცავს. 

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 25 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში