ზესტაფონის სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

05 სექტემბერი 2025, 15:02 105 ნახვა

პრემიერ-მინისტრმა ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნა.

მთავრობის მეთაური სკოლაში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა.

1 200 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას აქვს შიდა სპორტული დარბაზი, გარე მოედანი, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები.

სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 9 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი