მახინჯაურის მოსახლეობის მოთხოვნები

22 ივლისი 2024, 11:48 400 ნახვა

მახინჯაურში მცხოვრები მოსახლეობა დილიდან ხელვაჩაურის  მერიასთან მოთხოვნებით შეიკრიბა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ასამდე ოჯახს არ აქვს სასმელი წყალი, საავტომობილო გზა. სოფელში არ დადის მუნიციპალური ტრანსპორტი.

როგორც შეკრებილები  აცხადებენ მერიის სახელზე არაერთი განცხადება დაწერეს და დახმარება ითხოვეს, თუმცა ამ დრომდე პრობლემები გადაუჭრელია. მოქალქეებს ამ წუთებში ხელვაჩაურის მერი ხვდება, რა დაპირება მიიღეს ამჯერად მახინჯაურის მცხოვრებლებმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი