დღეს ქობულეთი ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს

19 ივლისი 2024, 10:16 957 ნახვა

ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს დღეს  ქობულეთი, სადაც ქალაქის სტუმრებს და არამარტო მათ საინტერესო თავგადასავლები გელოდებათ.  

საზაფხულო დეკორაციებით  მოირთვება ცენტრალური  პარკი, რომელიც ორგანიზატორების თქმით, წელს ყველაზე ფერადი იქნება. ფესტივალის ლოკაცია იგივეა, თუმცა ღონისძიებების მასტაბები წელს, როგორც ამბობენ, გაზრდილია.  დილიდან სცენის მონტაჟი და სხვადასხვა  დეკორაციის მოწყობა მიმდინარეობს.   

ფესტივალი საღამოს  18 საათიდან დაიწყება და   ადგილობრივი და მოწვეული ბენდები იმღერებენ. შემსრულებლებს შორის არიან კახაბერი და ხანუმები, მგზავრები, ქუჩის ბიჭები.    

დაგეგმილია    ფრანების შოუ, მოეწყობა კოსტუმირებული მსვლელობა. ფესტივალში ჩაერთვეა თოჯინების თეატრი.    

ზაფხულის ფესტივალის ორგანიზატორია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და მისი მიზანი ქობულეთის კიდევ უფრო პოპულარიზაციაა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი