ერაყში აშურის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო

17 ივლისი 2024, 13:54 401 ნახვა

ერაყში აშურის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო. უძველესი მუსლიმანური დღესასწაული წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინის მოწამეობრივი სიკვდილის გამო გლოვის დღედ არის გამოცხადებული. მას მეშვიდე საუკუნეში კერბალაში ბრძოლის დროს თავი მოკვეთეს.

აშურას ძირითადად შიიტი მუსლიმები აღნიშნავენ, ამ დღეს ერთმანეთს მილოცვის მაგივრად, უსამძიმრებენ.

როგორც წესი, მორწმუნეები მსვლელობას აწყობენ. არის შემთხვევები, როცა მორწმუნეები იმ ფიზიკური ტკივილის გზას ირჩევენ, რაც  იმამ ჰუსეინმა  680 წელს გადაიტანა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში