„ქართულმა ოცნებამ“ ახალი ცენტრალური ოფისი გახსნა და ოფიციალურად საარჩევნო მარათონში ჩაერთო

17 ივლისი 2024, 12:01 362 ნახვა

„ქართულმა ოცნებამ“ ახალი ცენტრალური ოფისი გახსნა და სწორედ ახალი ოფისიდან ჩაერთო ოფიციალურად საარჩევნო მარათონშიც. ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა,  რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 

უკვე ცნობილია, რომ  პარტია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას. 

პარტიის საპატიო თავმჯდომარის განცხადებით,   საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია  მანდატების უმრავლესობას მიიღებს, თუმცა  როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს საჭიროა   საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება. ივანიშვილის თქმითვე, არჩევნების შემდეგ  ენმ-ს  ყველა დანაშაულზე მოუწევს პასუხისმგებლობა, რომლებიც მისი თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს.

''ქართული ოცნების''  მიერ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებაც გაიხსენეს ლიდერებმა. ირაკლი კობახიძის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს მოუტანა დემოკრატიული გარდატეხა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით კი სწორედ  12 წლის წინ  განვითარებულმა პროცესებმა  და გრძელვადიანმა ხედვამ გახადა შესაძლებელი,  რომ ხელი მოეწერა  ასოცირების შეთანხმებას,  ქვეყანამ მოიპოვა უვიზო მიმოსვლა და საქართველო გახდა  ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი