ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში მწერალ ნოდარ მაჭარაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

15 ივლისი 2024, 19:48 300 ნახვა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში მწერალ ნოდარ მაჭარაშვილის ახალი წიგნის პრზენტაცია გაიმართა. „ გალილეველი  მეთევზე“- ასე ჰქვია მის ახალ რომანს ,რომელიც ქრისტეს მოციქულთა თავის – წმინდა პეტრე მოციქულისა და ქრისტეს 12 მოწაფის, ცხოვრების, მისიონერული მოღვაწეობისა და მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ მოგვითხრობს.

პრეზენტაციის შემდგომ  მწერალთან დიალოგი გაიმართა, ასევე შეკრებილებმა თავადაც ისაუბრეს მაჭარაშვილის შემოქმედების შესახებ. ნოდარ მაჭარაშვილი როგორც მწერალი ფართო საზოგადოებამ 2018 წელს წიგნის "ავი მუსაიფის" პრეზენტაციის შედეგ გაიცნო.მანამდე  კი ავტორმა რამდენიმე წიგნი "თორნიკე გურჯინთახის" ფსევდონიმით გამოსცა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში