ლევილის ქართული ფესტივალი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით დაიხურა

15 ივლისი 2024, 14:03 475 ნახვა

ლევილის ქართული ფესტივალი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით დაიხურა. ფესტივალის ბოლო დღეს, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის - „ბასტილიის დღის“ აღსანიშნავად ღონისძიებები  საფრანგეთის ჰიმნის, „მარსელიეზას“, შესრულებით დაიწყო. სტუმრები ტრადიციულ ქართულ სპორტის სახეობებს გაეცნენ.

ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატებმა საჩვენებელი წარმოდგენა გამართეს. დაიდგა სპექტაკლიც, ღონისძიებები კი  კონცერტით დასრულდა.  

ქართული კულტურისა და სპორტისადმი მიძღვნილი ფესტივალი იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამულში გაიმართა.  

ორი თვის განმავლობაში ფესტივალში  700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი მონაწილეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი