მჯერა, დამნაშავეები უმოკლეს ვადაში დაისჯებიან, რათა აშშ-ის არჩევნებსა და გლობალურ სტაბილურობას ჩრდილი არ მიადგეს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტრამპზე თავდასხმაზე

14 ივლისი 2024, 20:19 361 ნახვა

კატეგორიულად ვგმობ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს.

„მჯერა, რომ თავდასხმის გამოძიება ყველაზე ეფექტური გზით წარიმართება და დამნაშავეები და წამქეზებლები უმოკლეს ვადაში დაისჯებიან, რათა აშშ-ის არჩევნებსა და გლობალურ სტაბილურობას ჩრდილი არ მიადგეს“, - აცხადებს ერდოღანი.

ერდოღანის თქმით, თურქეთი, გვერდში დაუდგება მეგობრულ და მოკავშირე ამერიკელ ხალხს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი