ჩვენ არ გვეშინია, დავრჩებით მტკიცე ჩვენი რწმენით და თავდადებით ბოროტების წინაშე - დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2024, 17:25 225 ნახვა

მადლობა ყველას გუშინდელი ფიქრებისთვის და ლოცვებისთვის, მხოლოდ ღმერთმა დაგვიფარა წარმოუდგენელი შედეგისგან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩვენ არ გვეშინია, სამაგიეროდ დავრჩებით მტკიცე ჩვენი რწმენით და თავდადებით ბოროტების წინაშე. გამოვხატავთ სიყვარულს დაზარალებულებისა და მათი ოჯახების მიმართ. ვლოცულობთ დაჭრილთა გამოჯანმრთელებისთვის და გულში ვინახავთ მოკლული მოქალაქის ხსოვნას. ამ მომენტში, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რომ ვიყოთ გაერთიანებული და ვაჩვენოთ ჩვენი ჭეშმარიტი ხასიათი, როგორც ამერიკელების, დავრჩეთ ძლიერები და მტკიცეები და არ მივცეთ ბოროტებას გამარჯვების უფლება. ნამდვილად მიყვარს ჩვენი ქვეყანა და მიყვარხართ თქვენ ყველანი. მოუთმენლად ველოდები ამ კვირაში ვისკონსინიდან საუბარს ჩვენს დიდ ერთან“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი