საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტიდან გატაცებული, თემურ ხომასურიძე, დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
ადგილობრივების თქმით, 60 წლის კაცი მაშინ აიყვანეს, როდესაც თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა. ინციდენტი სოფელ აძვში, მდინარე აძურასთან მოხდა. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით თვითმხილველი უკვე დაკითხეს.
მან პოლიციელებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით კი, გატაცებული ადამიანების დასაბრუნებლად ყველა ბერკეტია ამოქმედებული.