ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქედა-ბათუმის მიმართულებით

13 ივლისი 2024, 18:05 3490 ნახვა

ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქედა-ბათუმის მიმართულებით პირველად გავიდა. ახალი ავტობუსი ქედა-ბათუმი-ქედა სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით პირველი ჯგუფის შშმ პირები, ომის ვეტერანები, სტუდენტები და მოსწავლეები უფასოდ იმგზავრებენ. სხვა შემთხვევაში მგზავრობის ღირებულება 3 ლარი იქნება.

ახალი ავტობუსი დილით ბათუმიდან 07:45 საათზე გავა, ხოლო ქედიდან 18:00 საათზე შეასრულებს მოძრაობას.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალი ავტობუსი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერით, 343 000 ლარად შეიძინა.

აღასანიშნავია ისიც რომ დაბა ქედას უკვე ემსახურება იაპონიის საელჩოს დაფინანსებით შეძენილი ერთი მიკროავტობუსი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი