ევრო 2024-ის ფინალში ერთმანეთს ესპანეთი და ინგლისი დაუპირისპირდება 

11 ივლისი 2024, 08:38 488 ნახვა

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ნიდერლანდებისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

დაძაბული შეხვედრა საბოლოოდ ინგლისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

პირველი გოლი რონალდ კუმანის გუნდმა მე-7  წუთზე გაიტანა, რომელსაც ინგლისის ნაკრებმა ჰარი კეინის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით უპასუხა, მატჩის მიწურულს კი შეცვლაზე შემოსულმა კოულ პალმერმა ნიდერლანდებს მეორე გოლიც გაუტანა და საუთგეიტის გუნდი ფინალში ესპანეთს შეხვდება, რომელიც 14 ივლისს, ბერლინში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი