2024 წლის კოპა ამერიკის მეორე ფინალისტი კოლუმბიის ნაკრები გახდა, რომელმაც ნახევარფინალში ურუგვაი 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე ხამეს როდრიგესის პასით ჯეფერსონ ლერმამ გაიტანა.
კოლუმბია ფინალში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც 15 ივლისს გაიმართება, მესამე ადგილისთვის კი კანადა და ურუგვაი ითამაშებენ.