ბათუმის სამშობიარო სახლი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ისევ ჩაერთო. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ 1 აპრილიდან პაციენტები ჩვეულებრივ სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობენ, რადგან ყველა ის ხარვეზი გამოასწორეს, რომელიც ახალი კრიტერიუმების ამოქმედების შემდეგ აღმოჩნდა, მათ შორის არის სერვისები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. სამშობიარო სახლში ამბობენ, რომ ხელახალი შესწავლის შემდეგ კლინიკამ მეორე დონის სტატუსი მიიღო. საავადმყოფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, დაახლოებით, ერთი თვის წინ გამოეთიშა. მედიკოსების თქმით, ამ პერიოდში პაციენტების მომსახურების თანხას კლინიკა ფარავდა.