უკრაინაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

09 ივლისი 2024, 09:30 334 ნახვა

კიევში გლოვის დღეა. ბოლო მონაცემებით 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსეთის მორიგ აგრესიას უკრაინაში. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები   კიევის მთავარ ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე, რომელიც გუშინ  რუსული სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადები  და მაშველები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით   ბავშვთა საავადმყოფოს ნანგრევების გაწმენდას  და გადარჩენილთა პოვნას ცდილობდნენ.

უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საავადმყოფოს ინფექციური  განყოფილების ორსართულიანი შენობის დიდი ნაწილი მიწასთან  გასწორებულია, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ქვეყანაში ყველაზე დიდი და საუკეთესოდ აღჭურვილი ბავშვთა საავადმყოფოს ხუთი განყოფილება დაზიანდა და ბავშვები სხვა დაწესებულებებში გადაიყვანეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში