საცობი ბათუმის შემოსასვლელში

08 ივლისი 2024, 12:08 2445 ნახვა

ბათუმის შემოსასვლელში ისევ საცობია. განსაკუთრებით დიდი დრო სჭირდება გზას ე.წ. ჩაქვის გვირაბიდან ქალაქის ცენტრამდე. მოქალაქეები ამბობენ, რომ მანძილი, რომლის დასაფარადაც ჩვეულებრივ 5 -7 წუთი სჭირდებოდათ, ერთიდან ორ საათამდე სჭირდებათ.

„საცობების მიზეზი უკვე დიდი ხანია აღარ უკავშირდება ტურისტულ სეზონს“ - ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც ამ გზით დღეში რამდენჯერმე სარგებლობენ. მათ საცობების ერთ-ერთ მიზეზად თამარის დასახლებაში არსებული ხიდი მიაჩნიათ.

ამბობენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ის მნიშვნელოვნად დავიწროვდა და ტრანსპორტის გამტარუნარიანობა შემცირდა. 

მოქალაქეების ნაწილს იმედი აქვს, რომ ბათუმის შემოვლითი გზა დროულად დასრულდება, რაც გარკვეულწილად დადებით ეფექტს იქონიებს და სატრანსპორტო მოძრაობა შედარებით განიტვირთება.

როგორ უნდა განიტვირთოს ქალაქში გადატვირთული მოძრაობა? იგეგმება თუ არა თამარის დასახლებაში ხიდის გაფართოება? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ბათუმის მერიას უკვე მივმართეთ და მათგან დამატებით ინფორმაციას ველოდებით.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი