ქართველი, მუსიკოსი, მევიოლინე, სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მუსიკოსი 14:00 საათზე კონსერვატორიის დიდი დარბაზის ფოიედან გამოასვენეს.
გარდაცვლილს პატივი მიაგეს ხელოვანებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრებმა. ქართველი მუსიკოსი, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია.
1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი. ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება. ის თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე იყო. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით.