ესტონეთმა უკრაინას Mistral-ის ტიპის, მოკლე მანძილზე მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები გადასცა. ინფორმაციას ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„დადასტურებულია! უკრაინამ ესტონეთის მიერ მიწოდებული, Mistral-ის მოკლე მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და რაკეტები მიიღო. მოდით, გავაგრძელოთ თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელების მხარდაჭერა. ერთად ჩვენ შევაჩერებთ რუსულ აგრესიას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ივნისში ესტონეთმა, საფრანგეთმა, ბელგიამ, უნგრეთმა და კვიპროსმა ერთობლივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც Mistral-ის ტიპის მოკლე მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შესყიდვას გულისხმოდა.