უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება - დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი

06 ივლისი 2024, 12:01 230 ნახვა

უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, კეირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

„რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება“, - განაცხადა კეირ სტარმერმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კეირ სტარმერს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში