სამი წელი 5 ივლისის მოვლენებიდან

05 ივლისი 2024, 14:01 89 ნახვა

3 წელი გავიდა 5 ივლისი მოვლენებიდან. 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს, იძალადეს ჟურნალისტებზე, თავს დაესხნენ არასრულწლოვნებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა „სირცხვილიას” და თბილისი პრაიდის ოფისები, დახიეს ევროკავშირის დროშა და მათ ადგილას რკინის ჯვარი აღმართეს.

ამ დღეს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო „ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. საია 5 ივლისის 3 წლის თავს ეხმაურება და ხაზს უსვამს, რომ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე დაუსჯელები არიან. საია 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული 19 პირის ინტერესებს იცავს. ამათგან 17 პირი სხვადასხვა მედიის წარმომადგენლია, რომლებზეც  იძალადეს და ხელი შეუშალეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.

განცხადება გაავრცელა თბილისი პრაიდმა. აღნიშნავენ, რომ ჩაგრულ ჯგუფებზე ძალადობა და მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის ნება და ყოველთვის იყო სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი