საქართველოს ნაკრებს ფეხბურთის ახალი ისტორიისთვის გულშემატკივარმა გუშინ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.
თავისუფლების მოედანზე საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ ფეხბურთელებისთვის ერთად ეთქვათ მადლობა იმ წარმატებისთვის, რასაც ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია.
საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდა.