საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპს იწყებს 

02 ივლისი 2024, 10:05 386 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები რიგაშია, სადაც 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება.  6 ქვეყნის ნაკრები – ლატვია, საქართველო, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი – ოლიმპიადის ერთი საგზურისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს დღეს ლატვიასთან თბილისის დროით 20:00 საათზე გამართავს.

აღნიშნული ტურნირისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა პირველი ივნისიდან თბილისში დაიწყო, იტალიაში განაგრძო და ლატვიაში დაასრულა.

მზადების ბოლო ეტაპი ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიაში გაიარა, სადაც ორი ვარჯიში და ამდენივე სპარინგმატჩი გამართა. ჩვენი ნაკრები კამერუნთან 1 ქულით დამარცხდა, ხოლო ეგვიპტეს 32 ქულით სძლია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი