საფეხბურთო მენეჯერი ტალანტებს საქართველოშიც ეძებს

01 ივლისი 2024, 14:01 922 ნახვა

7-9 აგვისტოს იზმირში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი ფეხბურთში „იზმირის თასი“, რომლის მთავარი მიზანი ახალი ტალანტების აღმოჩენაა. შეჯიბრებაში მონაწილეობას 9-დან 19 წლამდე ასაკობრივი გუნდები მიიღებენ მთელი ევროპიდან, მათ შორის საქართველოდან.

ტურნირის ორგანიზატორი საფეხბურთო სააგენტო „ოზენ მენეჯერია“, რომლის დამფუძნებელი ომერ ოზენი ნიჭიერ ბავშვებს ეძებს და მათ დიდი ფეხბურთისკენ გზის გაკვალაში ეხმარება.

„იზმირის თასის“ გათამაშება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მას ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოსაჩენად, არაერთი ევროპული კლუბის სკაუტები ესწრებიან და არჩევის შემთხვევაში, ბავშვები საფეხბურთო კარიერას სხვადასხვა გუნდის საფეხბურთო აკადემიებში გააგრძელებენ. ტურნირში მონაწილეობას მოწვევით ბათუმის საფეხბურთო აკადემიების გუნდებიც მიიღებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში