უკრაინის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

30 ივნისი 2024, 10:47 313 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრებმა ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

კულებამ კოლეგას შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტში სომხეთის მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, ასევე, კიევის „მშვიდობის ფორმულა“ და მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზა გააცნო.

მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი