„ქართულ ოცნების“ პოლიტიკა მიმართულია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და ეკონომიკის განვითარებისკენ - კალაძე

29 ივნისი 2024, 15:01 393 ნახვა

პოლიტიკა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“, მიმართულია ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისა და ეკონომიკის განვითარებისკენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ხელისუფლება უფრო მეტს გააკეთებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

„მაჩვენებლები, რომლებიც გვაქვს, მეტყველებს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის. ჩვენ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ეკონომიკურად, კიდევ უფრო, გავაძლიეროთ ქვეყანა, ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს“, – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, ამერიკა არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა და ეს ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. ჩვენ გვინდა მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. საქართველო მზად არის, ამისთვის ყველაფერი გააკეთოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი