ახალი რეგულაციები

28 ივნისი 2024, 14:15 362 ნახვა

1-ელი ივლისიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიზანიც მომხმარებლების სახიფათო ტოქსინისგან დაცვაა.  

კერძოდ, იკრძალება აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება. ამის შესახებ “სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა თეა ოშხერელმა განაცხადა. 

მისი თქმით, ისეთი საკვები, რომელიც განსაკუთრებული რისკის ქვეშაა, რომ აფლატოქსინებით დაბინძურდეს, აუცილებლად გაკონტროლდება.  

ასეთია ძირითადად მცენარეული წარმოშობის საკვები. ოშხნელის თქმით, კანონდამრღვევი პირი, პირველ შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი