ქართველი გულშემატკივრების ზეიმი | ბათუმი

27 ივნისი 2024, 11:44 971 ნახვა

გამარჯვება ღირსეულად აღნიშნეს მთელ საქართველოში.  გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა ევროპის ჩემპიონატის გუშინდელი მატჩის ყურება ღია სივრცეში განთავსებულ მონიტორებთან გადაწყვიტა.

ბათუმში მთელი მატჩის მიმდინარეობისას ხმაური იყო ყოველ დაძაბულ მომენტზე და ბუნებრივია გოლების გატანისას.

ათასობით მოქალაქემ მატჩის დასრულების შემდეგ ქუჩებში მსვლელობა მოაწყო. გადაადგილდებოდნენ ფეხით, მანქანით, თან ჰქონდათ ეროვნული დროშები, საყვირები და ბევრ მათგანს  ნაკრების ფორმები ეცვა.

ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ და ფოიერვერკები ისროლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში