მხოლოდ ერთი მიზანი გვქონდა, საქართველოსთვის სიხარული მოგვეტანა და ეს შევძელით - ვილი სანიოლი

27 ივნისი 2024, 10:17 673 ნახვა

პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვების და ევრო 2024-ის პლეი ოფში გასვლის შემდეგ ვილი სანიოლმა გელზერკირხენის „აუფ შალკე არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ამ ეტაპისთვის უნგრეთზე, შოტლანდიაზე, იტალიაზე, ხორვატიაზე, ალბანეთზე, ინგლისზე, დანიაზე, სლოვენიაზე, სერბეთზე, საფრანგეთზე, პოლონეთზე, სლოვაკეთზე, ბელგიაზე, უკრაინაზე და ჩეხეთზე მეტი გოლი გაიტანა.

"გულწრფელად რომ გითხრათ,საერთოდ არ მახსოვს, თამაშამდე ფეხბურთელებს რა ვუთხარი. უბრალო, ვეუბნებოდი – ითამაშეთ დისციპლინირებული ფეხბურთი. ვუთხარი, რომ ისე ეთამაშათ, როგორც 17-18 წლის ასაკში. რთულია გასააზრებლად, რაც გავაკეთეთ. დღეს ბევრი სიტყვის თქმა არ შემიძლია. უბრალოდ, ვამაყობ ამ ბიჭებით, რომლებმაც საქართველო საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

 

არაფერი დასაკარგი არ გვაქვს. უბრალოდ, არ გვინდოდა, სიამოვნება არ მიგვეღო. ესპანეთი დ პორტუგალია რომ ხარ, ყველა თქვენგან მოგებას ელის, ჩვენ კი ასეთ წნეხი არ გვქონდა. გვქონდა მხოლოდ ერთი მიზანი – საქართველოსთვის სიხარული მოგვეტანა და ეს შევძელით", - განაცხადა სანიოლმა.

სანიოლის თქმით, საქართველოს ნაკრებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მწვრთნელმა განმარტა, რომ გაანალიზება მომდევნო დღეებში ხდება, ამის მიუხედავად გამარჯვების მოპოვებიდან რამდენიმე წუთში განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს.

საუკეთესო შეფასება გააკეთა პორტუგალიის მწვრთნელმაც. რობერტო მარტინესმა თქვა, რომ საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა. მარტინესის თქმით,  ეს იყო მატჩი, სადაც საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი