ალავერდის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების შედეგები და რეაბილიტაციის გზები

26 ივნისი 2024, 18:05 414 ნახვა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ალავერდში იმყოფებოდა. იგი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფოს რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, არქიტექტორ-რესტავრატორ ნიკო ზაზუნიშვილსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო სტიქიის შედეგად სამონასტრო კომპლექსში შექმნილ ვითარებას.  მინისტრმა აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან, ადგილობრივ სასულიერო პირებსა და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ტაძრის დაზიანებების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში