რუსეთში ჯაშუშობაში ბრალდებული ამერიკელი ჟურნალისტის სასამართლო სხდომა დახურული იქნება

26 ივნისი 2024, 11:53 318 ნახვა

რუსეთში ჯაშუშობაში ბრალდებული ამერიკელი ჟურნალისტის  ევან გერშკოვიჩის სასამართლო პროცესი იწყება.

წაყენებულ ბრალდებას 32 წლის გერშკოვიჩი უარყოფს. უოლ-სთრით-ჯორნალის რეპორტიორს პროკურორები ადანაშაულებენ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დავალებით სამხედრო კომპანიის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებაში, რომელიც უკრაინაში ომისთვის ტანკებს აწარმოებს .

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გერშკოვიჩი, უოლ-სთრით-ჯორნალი და აშშ-ის მთავრობა უარყოფენ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ ის  თავის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა.  სასამართლო პროცესი  დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში