მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

25 ივნისი 2024, 14:15 368 ნახვა

დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. ტრადიციულად საზეიმო ღონისძიება გაიმართა ბათუმში,  ნავსადგურის ტერიტორიაზე.   

საზღვაო სფეროს წარმომადგენლებსა და მომავალ მეზღვაურებს  პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  და სხვა  ოფიციალურმა პირებმა.    

სიტყვით გამოსვლისას ისაუბრეს იმ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანამ საზღვაო სფეროს განვითარებისთვის გაატარა. აღინიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის მნიშვნელოვანი წევრი და ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში. ამ მიღწევების დიდი  ნაწილი კი სწორედ მეზღვაურებსა და  იმ ადამიანებზე მოდის, რომლებმაც საკუთარი  წვლილი შეიტანეს, ნაოსნობის  განვითარებაში და ამ სფეროში  განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინეს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ 1 ივლისიდან ძალაში შედის კანონი მეზღვაურთა შრომის უსაფრთხოების შესახებ. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალიც, დაჯილდოვდნენ შორეული ნაოსნობის კაპიტნები, უფროსი მექანიკოსები და საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლები. გამოვლინდნენ კეთილი ნების ელჩები.

ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის კი არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ჯილდო გადაეცა შორეული ნაოსნობის ორ ქართველ კაპიტანს. დაჯილდოვებამდე პირველკურსელთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი