ევრო 2024 - საქართველოს ნაკრების მზადება

25 ივნისი 2024, 11:00 389 ნახვა

საქართველოს ეროვნული  საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. „ჯვაროსნებმა“ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშეს. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო  ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.

საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მატჩში ფავორიტ პორტუგალიასთან გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები, ტურნირის შემდეგ ეტაპზე  თამაშის სერიოზულ შანსს მოიპოვებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში