მოსახლეობის პრეტენზია ბათუმის მერიას

24 ივნისი 2024, 17:53 433 ნახვა

გრიშაშვილის 9 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა  მერიის პროექტის  „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში აშენებულ სახლში დროულ შესახლებას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, ბათუმის მერიას 64 ოჯახი მარტში უნდა შეესახლებინა, თუმცა ამ დრომდე ოჯახებს ისევ ქირით უწევთ ცხოვრება.  ამბობენ , რომ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი აქამდეც უნდა შეეყვანა მუნიციპალიტეტს, რადგან მშენებლობა 2 წელია მიმდინარეობს და შესახლებას მარტის შემდეგ ელოდებიან. ბათუმის მერიაში აცხადებენ რომ აღნიშნულ მისამართზე, ბუნებრივი აირისა და კომუნალური სისტემის ტესტირების პროცედურები მიმდინარეობს, მოსახლეობა კონკრეტულ მისამართზე ცხოვრებას კი ერთ თვეში შეძლებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში