„ჯვაროსნებმა“ პორტუგალიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყეს

24 ივნისი 2024, 10:44 293 ნახვა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. დღეს ვილი სანიოლის გუნდი ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე დახურულ ვარჯიშს გამართავს. ხვალ  საქართველო - პორტუგალიის მატჩისწინა პრესკონფერენცია შეხვედრის  მასპინძელ სტადიონზე, არენა აუფ შალკეზე გაიმართება.

პრესკონფერენციის შემდეგ, 18:00 საათზე, ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს ისევ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარებს.

აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის პირველი 15 წუთი ღია იქნება. 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი