რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში, უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.
ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.
სევასტოპოლზე სარაკეტო იერიშის შედეგად 124 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის 27 ბავშვია.
სევასტოპოლის საოკუპაციო ხელისუფლებამ 24 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, სევასტოპოლზე სარაკეტო დარტყმაზე პასუხისმგებელი, უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად, შეერთებული შტატებიცაა.