ხვალიდან ატესტატების გასაცემად განცხადებების მიღება იწყება. ამისთვის უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლის ფილიალებს, მობილურ იუსტიციის სახლებს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
მზა ატესტატი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა. დოკუმენტის უფასოდ მისაღებად სააგენტოს უნდა მიმართოთ 31 დეკემბრის ჩათვლით.