 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატზე (F ჯგუფში) მეორე მატჩი გამართეს.
შეხვედრა პორტუგალიელების სრული უპირატესობით წარიმართა და ანგარიშით – 3:0 დასრულდა.
პორტუგალიის ნაკრებმა მეორე გამარჯვებასთან ერთად, მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები, მომდევნო შეხვედრას 26 ივნისს, სწორედ, პორტუგალიასთან გამართავს.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            