საბერძნეთში იახტიდან გაშვებული ფოიერვერკის შედეგად ერთ-ერთ კუნძულზე ტყის ხანძარი გაჩნდა

22 ივნისი 2024, 20:59 503 ნახვა

საბერძნეთში იახტიდან ფოიერვერკის გაშვების შედეგად ერთ-ერთ ტურისტულ კუნძულზე ტყის ხანძარი გაჩნდა.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად ათენის სამხრეთით მდებარე კუნძულ ჰიდრაზე ფიჭვის ერთადერთ ტყეს გაუჩნდა ცეცხლი.

ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყის ხანძრებს ქვეყნის სხვა რეგიონებიც ებრძვიან. პენელოპოსის ნახევარკუნძულზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი