ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში მდინარეები ადიდდა

20 ივნისი 2024, 10:03 375 ნახვა

ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში ძლიერი წვიმის, წყალდიდობისა და მეწყერის გამო    ხელისუფლებამ საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. ადიდებული მდინარეები დასახლებული პუნქტებს დატბორვით ემუქრება და  მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. 

გუანგდონის პროვინციაში განგაშის მეორე უმაღლესი დონე გამოცხადდა.  რამდენიმე სხვა პროვინციამ უკვე გაააქტიურა მეოთხე დონის საგანგებო რეაგირება.  

ძლიერმა წვიმამ და მეწყერმა ცხრა ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში