საერთაშორისო ტურნირი კრივში

19 ივნისი 2024, 19:34 404 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დღეს დაიწყო წარსულში ცნობილი მოკრივის, საქართველოს ჩემპიონისა და პრიზიორის ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი კრივში. შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ასპარეზობა მამაკაცთა და გოგონათა შორის, როგორც ახალგაზრდებში, ასევე დიდების კატეგორიაში ტარდება. მონაწილეთა შორის არიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები. 21 ივნისს ნახევარფინალები ჩატარდება და გაირკვევა იმ მოკრივეთა ვინაობა, რომლებიც 22 ივნისს ფინალში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი