რატომ შეიქმნა პარტია „ახალი“? ამ კითხვაზე პასუხი დღეს თავად პარტიის ლიდერებმა ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ გასცეს.
არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ნიკა მელიას თქმით, მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა წინასაარჩევნო გარემოში მიიღონ მათგან რეკომენდაციები და კრიტიკული შეკითხვები.
თავის მხრივ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შეხვედრები გარანტიაა მათთვის, რომ ამა თუ იმ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მკაფიოდ იყოს გამიჯნული ევროპული გზა რუსეთისგან.